კიევში ვლადიმერ ზელენსკის ინაუგურაცია ჩატარდა

უკრაინის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ პრეზიდენტის ფიცი დადო, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ზელენსკი პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგა. ფიცის დადების ცერემონია უკრაინის უმაღლესი რადაში ჩატარდა. სიტყვით გამოსვლის დროს ახალმა პრეზიდენტმა საზოგადოებას პირობა მისცა, რომ კორუფციის წინააღმდეგ და ყველაფერს გააკეთებს, რათა უკრაინაში სამხედრო კონფლიქტი დასრულდეს.

"ადამიანები ხელისუფლებაში უნდა მოდიოდნენ მხოლოდ იმისთვის, რომ საზოგადოებას ემსახურონ", - აღნიშნა მან.

გარდა ამისა, ზელენსკიმ უკვე დაითხოვა უმაღლესი რადა. ის ასევე გამოვიდა ინიციატივით, რომ მთავრობაში ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს, რათა როგორც თვითონ ამბობს, ახალ თაობას გაეხსნას გზა. 

შეგახსენებთ, რომ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 21 აპრილს გაიმართა. ხმათა უმრავლესობით ვლადიმერ ზელენსკიმ პეტრო პოროშენკო დაამარცხა.