ლექტორს, რომელსაც სტუდენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, სააუდიტორიო საქმიანობა შეუჩერეს

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორს, რომელსაც მეორე კურსის სტუდენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს სტუდენტებთან სააუდიტორო საქმიანობა  დროებით შეუჩერეს.

არსებული ინფორმაციით, შესაბამისი გადაწყვეტილება უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ მიიღო. ამასთან, მას შემდეგ რაც 19 წლის სტუდენტმა ლექტორი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, უნივერსიტეტმა საქმე ეთიკის საბჭოს შესასწავლად გადასცა. 

ცნობისთვის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ლექტორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. გამოძიება სსკ-ის150-ე მუხლით მიმდინაროებს, რაც იძულებას გულისხმობს.