სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ლექტორი: ტელეფონი გამიტეხეს

ბათუმის საკრებულოში "ქართული ოცნების" დეპუტატი და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, ომარ მახარაძე, რომელიც სტუდენტმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, აცხადებს, რომ მას ტელეფონი გაუტეხეს.

ლექტორი სუტდენტის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს უარყოფს.

"ეს არის დაგეგმილი სიცრუე, სიბინძურე. ჩემი ტელეფონის „აიქლაუდი“ გატეხილია. არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ვიგრძენი, რომ ჩემი ტელეფონი გატეხილი იყო. პარტიული დავალებით, მივლინებით ვიყავი ხულოს მუნიციპალიტეტში არჩევნებზე, ეს მთელმა რაიონმა იცის. დაველოდოთ გამოძიებას და ვინც დამნაშავეა, შესაბამისად დაისჯება", - განაცხადა ომარ მახარაძემ TV25-თან სატელეფონო საუბრის დროს. 

ცნობისთვის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ლექტორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. გამოძიება სსკ-ის150-ე მუხლით მიმდინაროებს, რაც იძულებას გულისხმობს. 

ამასთან, ლექტორს საქმიანობის უფლება შეუჩერდა დროებით შეუჩერდა.