თბილისში, 3 წლის ბავშვი მე-8 სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა

თბილისში, პეტრე იბერის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის მერვე სართულიდან 3 წლის ბავშვი გადმოვარდა.

მიღებული დაზიანებების შედეგად, ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟია მობილიზებული.

როგორც „FAXINTER“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.