ტოჩინოშინმა ოძეკის ტიტული დაიბრუნა

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა "ნაცუ ბაშოს" მე-14 სატურნირო დღეს მე-10 ორთაბრძოლა მოიგო.

ტოჩინოშინმა იოკოძუნა კაკურიუ ჰატაკიკომის ილეთით დაამარცხა და ოძეკის ტიტული დაიბრუნა.

გულშემატკივართა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ლევან გორგაძეს ოძეკის ტიტული გუშინ გამართული ორთაბრძოლის დროს უნდა მოეპოვებინა. მან იაპონელი სუმოისტი ასანოიამა დაამარცხა, თუმცა მსაჯებმა ხანგრძლივი თათბირის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ ტოჩინოშინმა ფეხი დოჰიოს გარეთ გადადგა და გამარჯვებულად ასანოიამა გამოაცხადეს. 

მსაჯების გადაწყვეტილებამ გულშემატკივრების უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან კადრში ჩანს, რომ ტოჩინოშინს დოჰიოს გარეთ ფეხი არ დაუდგამს. ამავე მიზეზის გამო, სოციალურ ქსელში ტოჩინოშინის მხარდამჭერი პეტიცია გავრცელდა. 

რომ არა მსაჯების უსამართლო გადაწყვეტილება, დღევანდელი მდგომარეობით ტოჩინოშინს და ასანოიამას თანაბარი შედეგი ექნებოდათ, კერძოდ 11 მოგება და 3 მარცხი. შესაბამისად, „ნაცუ ბაშოს“ მე-15 სატურნიტრო დღეს გაირკვეოდა იმპერატორის თასის მფლობელის ვინაობა. ტოჩინოშინი ხვალ სავარაუდოდ, ოძეკ ტაკაიასუს დაუპირისპირდება. მასთან ბოლო სამი შეხვედრიდან ლევან გორგაძემ 1 მოიგო, ორში კი, დამარცხდა.