მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნდა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გაძევებიდან წელიწადნახევრის შემდეგ უკრაინაში დაბრუნდა.

მიხეილ სააკაშვილი კიევში, ბორისპოლის აეროპორტში თბილისის დროით 18:36 საათზე ჩაფრინდა. აეროპორტში იმყოფებიან ჟურნალისტები, სააკაშვილი პარტიის წევრები და მისი მხარდამჭერები. პოლიტიკოსს ასევე მუსიკოსები დახვდნენ, რომლებიც უკრაინულ, ეროვნულ სიმღერებს ასრულებენ. 

ცნობისთვის, უკრაინის მოქალაქეობა მიხეილ სააკაშვილს ახალმა პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ დაუბრუნა.