ჯიბხაშვილის სასამართლოზე სამების საკათედრო ტაძრიდან დახასიათება წარადგინეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში მსახიობისა და ბიზნესმენის, ლევან ჯიბღაშვილის საქმის განხილვა გრძელდება.

სხდომაზე ადვოკატმა მტკიცებულებებს შორის წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მამათა მონასტრიდან ცნობა წარადგინა, რომელიც ჯიბღაშვილის პიროვნულ დახასიათებას ეხება.

დღევანდელ სხდომაზე მხარეებმა მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. ბრალდების მხარის თქმით, სასამართლოზე მტკიცებულებად მოწმეთა ჩვენებები, ოქმები და ექსპერტიზის დასკვნები წარადგინეს.

ლევან ჯიბღაშვილს დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისთვის აქვს ბრალი წარდგენილი. მას აღკვეთის ღონისძიებად 10-ათას ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. საქმის არსებითი განხილვა 17 ივნისს 14:00-ზე ჩაინიშნა.