რა გახდა ყაზბეგში ვერტფრენის ჩამოვარდნის მიზეზი

ყაზბეგში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, კერძო ვეტრმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, შედეგად, ეკიპაჟის წევრები და სასტუმრო „რუმსის“ თანამშრომელი გარდაიცვალა.

უწყების ცნობით, მომხდარე გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.

„6 ივნისს, დაბა სტეფანწმინდაში მდებარე სასტუმროს, „რუმს ჰოტელ ყაზბეგი“-ს კუთვნილი ვერტმფრენი - ე.წ. "ყანების ტერიტორიაზე", დაუსახლებელ ადგილზე ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად ვერტმფრენში მყოფი სამივე ადამიანი: ეკიპაჟის წევრები და მათთან ერთად მყოფი სასტუმრო "რუმს ჰოტელ ყაზბეგის" ერთი თანამშრომელი გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები, პოლიციამ და ექსპერტ-კრმინალისტებმა დაიწყეს საგამოძიებო მოქმედებები.

გამოძიება საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს, რასაც მოჰყვა ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ყაზბეგში მომხდარი უბედური შემთხევევის შესახებ „ენერგო-პრო ჯორჯია“ განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, კომპანიის კუთვნილ ქსელზე საფრენი აპარატის შეხება გამოირიცხა. 

"სს ენერგო-პრო ჯორჯიას გამანაწილებელ ქსელში, გუდაური ყაზბეგის მიმართულებით, დღეს ავარიული გათიშვა არ მომხდარა. აღნიშნულ ქსელში ელექტროენერგიის მიწოდება შეუფერხებლად მიმდინარეობს და შესაბამისად, კომპანიის კუთვნილ ქსელზე საფრენი აპარატის შეხება გამოირიცხა. სს ენერგო-პრო ჯორჯია მწუხარებას გამოთქვამს დღეს ყაზბეგში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო", - აღნიშნულია განცხადებაში.