თორნიკე მანაგაძე 7 კაცა რაგბში საუკეთესოა

მარტყობში გამართული საქართველოს პირველობის 7 კაცა რაგბის პირველი ეტაპის საუკეთესო მელელოვე და საუკეთესო მორაგბე თორნიკე მანაგაძე გახდა.
თორნიკე მანაგაძე რაგბის კლუბ "აიაში" თამაშობს. 
მარტყობში გაიმართა საქართველოს პირველობის პირველი ეტაპი 7 კაცა რაგბში. ტურნირში მონაწილეობა კლუბ "აიასთან" ერთად საქართველოს ეროვნული 7კაცას ორმა გუნდმა , საქართველოს 18 წლამდე ნაკრებმა, ყოჩებმა, ლელო-სარასენსმა, ლოკომოტივმა, ჯიქმა, იუნკერებმა, აკადემიამ, დევებმა და არმიამ მიიღეს. 
"აია" მხოლოდ საქართველო 1-ს და საქართველო 2-ს ჩამორჩნენ და მესამე ადგილი დაიკავეს.

ინფორმაციას "ექსპრესნიუსი" ავრცელებს