სასტიკი მკვლელობა აგარაში - კაცმა მეზობელს 16, ხოლო ცოლს 13 ჭრილობა მიაყენა

ქარელის რაიონის დაბა აგარაში სავარაუდოდ, ეჭვიანობის გამო კაცმა ცოლი დაჭრა, ხოლო მეზობელი მამაკაცი - მოკლა. ბრალდებული პოლიციას თავად ჩაბარდა. არსებული ინფორმაციით, მას ფსიქიკური პრობლემები აქვს, რასაც მისი დედა ადასტურებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს. 

მოკლული 41 წლის მამაკაცია, რომელსაც  ექსპერტიზა  ჩაუტარდა. ის საკუთარ სახლში უკვე გადაასვენეს.  მამაკაცს 16 ჭრილობა აქვს მიყენებული. მოკლული მამაკაცის ოჯახი მომხდარს ვერ ხსნის.  მათი ინფორმაციით, მოკლულს ბრალდებულის მეუღლესთან არაფერი აკავშირებდა. წარსულში ისინი ერთად მუშაობდნენ, თუმცა ბოლო პერიოდში მათ ერთმანეთთან არანაირი შეხება  არ ჰქონიათ.

„სულ დაჩეხილია. ჯერ მარტო სულ სახეზე აქვს დაჩეხილი და ტანი ხო, ექსპერტი, რომ კერავდა თურმე ვეღარ დავთვალეთ იმდენი იყოო და გავანებეთ თავიო. არ ვიცი ფსიქიკურად დაავადებულია თუ რა ჯანდაბაა, რამ მოუარა,“-განაცხადა მოკლულის სიმამრმა.

დაჭრილი ქალს 13 ჭრილობა აქვს მიყენებული და, ამჟამად, რეანიმაციულ განყოფილებაშია იმყოფება.