ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად ლონდა თოლორაია სახელმწიფო ინსპექტორი გახდა

საქართველოს პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ლონდა თოლორაიას კანდიდატურას მხარი დაუჭირა.

ლონდა თოლორაიას კანდიდატურას მხარი 82-მა დეპუტატმა დაუჭირამ, 21 კი წინააღმდეგი იყო.

მის კონკურენტს, ვალერი ლომუაშვილს ,  მხარი 7-მა დეპუტატმა დაუჭირა.

ამჟამად, ლონდა თოლორაია შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელია.

თოლორაიამ ინსპექტორის პოსტი 6 წლის ვადით დაიკავა, ის მოვალეობის შესრულებას  3 ივლისიდან შეუდგება.

შეგახსენებთ, რომ ლონდა თოლორაიას კანდიდატურის წინააღმდეგ ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელმა მძაფრი  განცხადებები გააკეთა.