მოტოციკლის მძღოლი დაიღუპა - ავარია ბელიაშვილზე

ბელიაშვილის ქუჩაზე ავტოავარიის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა.

ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც მოტოციკლის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციისა  და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებია  მობილიზებული.