მოძალადე მშობლები - ცემით მოკლული 4 წლის ბავშვის მამინაცვალი სხვა ბავშვზე ძალადობისთვის დააკავეს

სავარაუდოდ, დედის მხრიდან ძალადობის გამო გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის მამინაცვალიც დააკავეს - მას  სხვა ბავშვზე ძალადობას ედავებიან.  მამაკაცს ბრალი 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც  არასრულწლოვნის წინააღმდეგ ჩადენილ ოჯახში ძალადობას გულისხმობს. დაკავებულს პატიმრობა უკვე შეეფარდა.

4 წლის ბავშვის გარდაცვალების შემდეგ დარჩენილი 3 შვილიდან 2 არასრულწლოვანი სახელმწიფომ მინდობით აღზრდაში გადაიყვანა. ბავშვების ექსპერტიზის შედეგად ძალადობის ნიშნები გამოიკვეთა, რაც შემდგომში მამაკაცის დაკავების საფუძველი გახდა.

როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველოს უფროსმა, ეთერ ცხაკაიამ განაცხადა,  ამჟამად ორივე ბავშვი მინდობით აღზრდაში ერთად იმყოფება. მისი თქმით, ორივეს ძალადობის ნიშნები აღენიშნებოდა, თუმცა ამ ეტაპზე ორივე მათგანის ფსიქოლოგიური და ფიზიკური მდგომარეობა გაუმჯობესებულია.

„როგორც კი დაფიქსირდა არასრულწლოვნის გარდაცვალების ფაქტი, ბავშვები მყისიერად გადაყვანილ იყვნენ გადაუდებელ მინდობით აღზრდაში. ჩაუტარდათ ექსპერტიზა და ერთ-ერთზე დადასტურდა ფიზიკური ძალადობის კვალი. შესაბამისად, როგორც ჩანს, აქედან მიეცა ძიებას საფუძველი, რომ მამა პატიმრობაში აყვანილიყო. ბავშვებთან ჩართულები არიან ფსიქოლოგები, ნევროლოგები და ისინი მუდმივად იმყოფებიან სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ, ამ ეტაპზე ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია", - განაცხადა  ეთერ ცხაკაიამ.

4 წლის ბავშვის გარდაცვალებას გამოძიება ბავშვის დედას ედავება. პროკურატურის ინფორმაციით, არასრულწლოვანის დედას შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი, რომლის პირობებიც დაარღვია და არასრულწლოვან შვილზე ფიზიკურად იძალადა.

“გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის 21 იანვრიდან – 22 იანვრამდე ღამის პერიოდში, ბრალდებულმა თავის არასრულწლოვან შვილს თავის არეში მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები, ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმის სახით. მიყენებულმა დაზიანებებმა გამოიწვია სისხლჩაქცევა და თავის ტვინის მკვეთრი შეშუპება. შედეგად, 2019 წლის 22 იანვარის დილას ბავშვი გარდაიცვალა,” – აცხადებენ პროკურატურაში.

გარდაცვლილი არასრულწლოვანის დედა წინასწარი პატიმრობის განყოფილებაში იმყოფება, მას   ბრალი რამდენიმე  მუხლით  წაუყენეს,