ფრიდონ ფუტკარაძე დაბის ბაღში გამოსაშვები ჯგუფის ზეიმს დაესწრო

დღეს, ფრიდონ ფუტკარაძე საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძესთან ერთად დაბის ბაგა-ბაღში სასკოლო ასაკის აღსაზრდელთა გამოსაშვებ ზეიმს დაესწრო.

პატარებმა საინტერესო სანახაობრივი პროგრამა წარმოადგინეს.

სცენაზე ერთმანეთს ცვლიდა სხვადასხვა მუსიკალური ნომერი, ცეკვა, ლექსები და მინიატურული სცენები.

ხელმძღვანელ პირებმა პედაგოგებს გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადეს, პატარებს კი მშვიდობიანი და წარმატებული მომავალი უსურვეს. ზეიმის დასასრულს ბავშვებს სპეციალური დიპლომები გადაეცათ.

ღონისძიებას ასევე საკრებულოს წევრი ზაზა დავითაძე, ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორი ნათელა გოგიტიძე, გაერთიანებისა და ბაგა-ბაღის თანამშრომლები, პატარების მშობლები ესწრებოდნენ.

 

 

 

(NS)