შუახევში 9 აპრილის ხეივანის კეთილმოწყობა მიმდინარეობს

შუახევში 9 აპრილის ხეივანის მიმდებარე ტერიტორიის ( რიკიხიდი) კეთილმოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს.

ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობას დღეს, შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძესთან ერთად გაეცნო და მშენებარე კომპანიის წარმომადგენლისგან სამშენებლო პროცესის შესახებ ინფორმაცია პირადად მოისმინა.

 პროექტის ფარგლებში მოეწყობა:

- სანიაღვრე არხი, საპარკინგე ადგილი, სველი წერტილები სრული კომპლექტით, დაეგება ბეტონის ფილები.

მიმდინარე სამუშაოებს შპს ,,ალსოფი“ აწარმოებს. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 57. 284 ლარს შეადგენს.

დაგეგმილია ასევე სხვადასხვა ინფრასტრუქტურის მოწყობა.

 

 

 

(NS)