"მადონას სერვიზი" მაჯაზე და მაგიდის გადასაფარებელი - ფეხსაცმლის პრინტად - რას სთავაზობს დემნა გვასალია მსოფლიოს

Demna Gvasalia Daily-მ დემნა გვასალიას კიდევ რამდენიმე ექსცენტრული ნამუშევრის ესკიზი გაავცელა, რომელიც, ტრადიციულად, 90-იანი წლების საქართველოს  თემასთანაა კავშირში.  Vetements-ის ბრენდის ქვეშ შექმნილი პრიალა ტექსტურის, მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის პრინტი საოცრად ჰგავს მაგიდის გადასაფარებელს, რომელსაც წლების წინ საქართველოს თითქმის ყველა ოჯახში შეხვდებოდით.

Demna Gvasalia Daily აქსესუარების ფოტოსაც ავრცელებს, რომელიც, ვიზუალურად  90-იანებში პოპულარულ „მადონას სერვიზს“ ჰგავს.

ცოტა ხნის წინ, ამავე ბრენდმა  გასაღების ფორმის “ჩოკერი“ გამოუშვა, , რომელზეც საქართველოს დროშაა გამოსახული და წარწერა Georgia.

აქსესუარი 2019 წლის ზაფხულის კოლექციიდანაა და მისი ღირებულება ფასდაკლების გარეშე 620 აშშ დოლარია.

Vetements  დემნა გვასალიას საკუთარი მოდის ხაზია, რომელიც 2014 წელს დაფუძნდა.  ბრენდმა მსოფლიოში სახელი ტრადიციული მოდის კოდის რღვევით  გაითქვა. Vetements-ის ტანსაცმელი გამოირჩევა ქართული თემატიკითა და ექსტრავაგანტულობით. ტანსაცმელი და აქსესუარები საკმაოდ ძვირია და  90-იანი წლების  გარდა,   რუსეთის ოკუპაციისა და ქართული ანბანის თემატიკასაც მოიცავს.