„საქართველოს რკინიგზა“ თბილისი-ბათუმის და ბათუმი-თბილისის მიმართულებით მატარებლებს კიდევ ამატებს

„საქართველოს რკინიგზა“  15; 16 და 17 ივნისს  თბილისი-ბათუმის და ბათუმი-თბილისის  მიმართულებით სამგზავრო მატარებლებს კიდევ   ამატებს. 

ამერიკული  ჯგუფის  „Black Eyed Peas“  კონცერტზე დასწრების მსურველთა დიდი რაოდენობის გამო, აღნიშნულ რეისებზე  ბილეთები სრულად იქნა შეძენილი. „საქართველოს რკინიგზისა“ და „Black Sea Arena“ -ს გადაწყვეტილებით, დაემატა სამგზავრო  მატარებლები, რომლის ბილეთებიც ასევე მოკლე დროში გაიყიდა.  „საქართველოს რკინიგზამ“ გაითვალისწინა შექმნილი მდგომარეობა და გაზრდილი მგზვრთნაკადის დასაკმაყოფილებლად,  თბილისიდან   სპეციალური რეისები დანიშნა, რომლებსაც გაჩერებები „Black Sea Arena“-ს ბაქანზეც ექნებათ.

მატარებლები იმოძრავებენ შემდეგი განრიგით:

15;16;17/06/2019    თბილისი-Black Sea Arenaბათუმი- Black Sea Arena-  თბილისი   #852/851 ჯრტ

გასვლა- თბილისი

ჩასვლა-Black Sea Arena

 ჩასვლა-ბათუმი

გამოსვლა-ბათუმი

ჩამოსვლა-Black Sea Arena

ჩამოსვლა- თბილისი

08:50

13:20

14 :15

18:25

19:20

23:59

 

ბილეთების შეძენა შესაძლებელია  Georgian Railway Tickets  და  Biletebi.ge  მობილური აპლიკაციით. მობილურ აპლიკაციას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში.

ბილეთები იყიდება  ასევე  ვებ გვერდებზე  (Railway.ge; tkt.ge; Biletebi.ge; matarebeli.ge) ; სწრაფი გადახდის აპარატებსა  და საბილეთო სალაროებში.

საქართველოს რკინიგზა ბედნიერ და კომფორტულ მგზავრობას  გისურვებთ!

 

 

 

(R)