ფრიდონ ფუტკარაძემ ოლადაურში ინფრასტრუქტურული პროექტი დაათვალიერა

შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე სოფელ ოლადაურში იმყოფებოდა. შეხვდა ადგილობრივ მოსახლეობას, მათი საჭიროებები პირადად მოისმინა და ოლადაურის ცენტრის კეთილომწყობითი სამუშაოები დაათვალიერა.

პროექტის ფარგლებში ოლადაურის ცენტრში მოწესრიგდა გარე განათების კომუნიკაციები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა არსებულ ფანჩატურსა და მეომრიალს, შეიღება სოფლის სახლის ფასადი , დაეგო ბეტონის საფარი. სამუშაოებს შპს ,,მარეთი 777“ აწარმოებდა.

ფრიდონ ფუტკარაძემ შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით შენიშვნები გამოთქვა და მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებს ხარვეზების გამოსწორება დაავალა.

მერთან ერთად ინფრასტრუქტურული პროექტი საკრებულოს წევრმა გენად მიქელაძემ და მერის რწმუნებულმა ოლადაურის ადმინისტრაციულ ერთეულში ვახტანგ ფუტკარაძემ დაათვალიერეს.

 

 

(NS)