შუახევის მერიაში ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა

დღეს, შუახევის მუნიციპალიტეტის მერიაში ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა.

 სხდომას შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძე, მერის მოადგილე რუსუდან შავაძე და ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს წევრები ესწრებოდნენ.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრის შემდეგ ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი საბჭოს დამსწრე წევრებმა ღია კენჭისყრის წესით აირჩიეს.

დღეიდან მერის ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს გოჩა ივანაძე უხელმძღვანელებს.

ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო შუახევის მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით შეიქმნა და მისი მიზნებია :

მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების მუნიციპალიტეტის საქმიანობაში ჩართულობის გაზრდა;

ახალგაზრდებსა და მუნიციპალიტეტს შორის ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა;

ახალგაზრდების საჭიროებებისა და ინტერესების შესაბამისი პროგრამების დაგეგმვა;

სამიზნე ჯგუფების ინფორმირება;

განხორციელებული პროექტების მონიტორინგი.

მომდევნო ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს სხდომა ივლისის თვეში ჩაინაიშნა.

 

 

(NS)