დონა ბარბარას და მონიკას როლის შემსრულებელი, ედიტ გონსალესი გარდაიცვალა

ლეგენდად ქეცეული მექსიკელი მსახიობი, ედიტ გონსალესი ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. მსახიობს კიბოს დიაგნოზი 2015 წელს დაუსვეს. ის 54 წლის იყო.

ქართველი მაყურებლებისთვის, ედიტ გონსალესი ცნობილია პირველი ქართულ ენაზე გახმოვანებული სერიალით "ველური გული" სადაც მონიკას როლი შეასრულა. გონსალეს პარტნიორობას ედუარდო პალომო უწევდა.

ედიტმა მთავარი როლი მიიღო სერიალში "დონა ბარბარა" რომელშიც ის დონა ბარბარას ასახიერებს კრისტიან მეიერთან და ხენესის როდრიგეზთან ერთად. 2011 წელს ედიტ გონსალესმა შეწყვიტა კონტრაქტი კომპანია ტელევისასთან და გადავიდა მის კონკურენტ არხ "TV Azteca"–ში. ამის შემდეგ გამოვიდა მათი ერთობლივი ნამუშევარი "მეწამული ცა", რომელმაც Azteca-ს ისტორიაში რეიტინგების მხრივ გარდატეხა მოახდინა. 2013 წელს ასევე გამოვიდა ედიტის მეორე სერიალი TV Azteca-ზე - "უკუღმართი ცხოვრება", რომელიც საკმაოდ მაღალ რეიტინგული იყო.

მსახიობი 1964 წლის 10 დეკემბერს მექსიკაში დაიბადა.