ეკვადორმა ერთი და იმავე სქესის მქონე პირების ქორწინება დააკანონა

ეკვადორის საკონსტიტუციო სასამართლომ ერთი და იგივე სქესის მქონე მოქალაქეების ქორწინება დააკანონა. ამასთან, ეკვადორის ყველა საჯარო უწყებას სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულება დაეკისრა.

სასამართლოს ცხრა წევრმა ერთი და იგივე სქესის მქონე მოქალაქეების  ქორწინების ლეგალიზებას მხარი დაუჭირა, 4 კი წინააღმდეგი იყო. 

 გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ კიტოს ქუჩებში ლგბტ+ თემის წარმომადგენელთა მსვლელობა გაიმარტა. 2015 წლიდან ეკვადორში ჰომოსექსუალებს სამოქალაქო კავშირის შექმნის უფლება ჰქონდათ.