61 ადამიანი დაიღუპა, 3500 ევაკუირებულია - ჩინეთში სტიქია მძვინვარებს

ჩინეთში ძლიერი წვიმისგნ გამოწვეული წყალდიდობის გამო, ბოლო კვირის განმავლობაში, 61 ადამიანი დაიღუპა. სტიქიამ სამხრეთ და ცენტრალური რეგიონები მოიცვა, ევაკუირებულია 3500 ადამიანი.

ჩინეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროს ცნობით, 13 ივნისის მდგომარეობით, 9300 სახლი დაინგრა, ხოლო  ეკონომიკურმა ზარალმა , დაახლოებით, 1.93 მილიარდი დოლარი შეადგინა. 

სამინისტრო ავრცელებს ცნობებს გადარჩენილების შესახებ. მათი ინფორმაციით, 4300 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა.