რა პოლიტიკის ნაწილია საპატრიარქოში სიძულვილის ქადაგება და ძალადობისკენ მოწოდება?

რა ინტერესი აქვს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქოს, სიძულვისლის და შეუწყნარებლობის გავრცელებისა ლგბტ საზოგადოების მიმართ? - რატომ ქადაგებს, საპატრიარქო მუდმივად შეუწყნარებლობას და ძალადობას.
ექსპრეტებს ამაზე პასუხები აქვთ, ჟურნალისტი და თეოლოგი გოჩა მირცხულავა მიიჩნევს, რომ საპატრიარქო "ქართულ მარშს" აკონტროლებს.
" ახლა ნახეთ რა ხდება - გვაქვს რეალობა როდესაც ვასაძე და მარში კი არ ეპაექრებიან ერთმანეთს, არამედ ვასაძეს სჭირდება მარშის აქტივობა, რისგანაც მძიმე შედეგი უნდა დადგეს და ტიპი ლიდერად იქცეს. იმასაც ფიქრობს რომ საჭირო მომენტში ეკლესია მოარჯულებს მარშს. რაღა ფიქრობს, ეს გეგმის ნაწილია. საპატრიარქოს დღევანდელი განცხადებაც გრუ-ს სცენარია. უბრალოდ მექანიზმი ჩართეს. ახლა რქებით მიწოლა კი არა, ამათ ჭკვიანურად უნდა მოვუხაზოთ. და იდიოტობას შევეშვათ - ხელისუფლება კი არ არის ვიზავი, რომელსაც ვასაძესთან ერთად უნდა ვურტყათ, არამედ - მოკავშირედ და პარტნიორად უნდა ვაქციოთ. ყველა სხვა ქმედება და განმარტებები, თუნდაც პარიზიდან ან ნიუ-იორკიდან რომ აკეთოს ყველაზე პრადვინუტმა "პროდასავლელმა" და ლიბერალმა, იქნება სწორედ ვასაძის- რუსეთის თამაში. აქვე - "ქართულმა მარშმაც" უნდა გაიაზროს, რომ ადგილი მიზნების თანხვედრას არ აქვს. თემა მიზეზია და არ მინდა დავიჯერო, რომ ყველაზე რეაქციული მარშელი პუტინისთვის სულმიყიდულია. ვრცლად - ჩამოვალ, ვიტყვი და დავწერ კიდეც. " - ამბობს გოჩა მირცხულავა.
ტაბულას რელიგიური მიმომხილველი, ლევან სუთიძე მიიჩნევს, რომ საპატრიარქოში პატრიარქის ტახტძე ნადირობა დაწყებულია და სიძულვილის გავრცელება დღის წესრიგის ნაწილია.

"საქართველოს საპატრიარქო ციანიდის საქმის შემდეგ დაკომპლექტებულია ლევან ვასაძის კლანით: მოსაყდრე შიო მუჯირით, პრესსპიკერი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძითა (ვასაძის კარის მღვდელია - კიკეთში) და სხვებით.
ამ აგრესიული დუგინისტებისთვის ჰომოსექსუალური აქტი არ არის უბრალოდ ცოდვა, პოლიტიკური, ანტიდასავლური დღის წესრიგია.
მოსაყდრისთვის ეს ანტიგეი ისტერიკა და ანტიდასავლური პროპაგანდა გახლავთ საპატრიარქო არჩევნების მთავარი კამპანიაც. ციანიდის სკანდალის შემდეგ საპატრიარქოში დასჭირდათ ისეთი ფიგურა, ვინც უბრალოდ უკეთესი ჰაბიტუსისა და ლექსიკის იქნებოდა, თორემ მოსაყდრე შიო შინაარსით ქორეპისკოპოსზე ბევრად უარესია.
ქორეპისკოპოსი იაკობი, რომელმაც შიოს მოსაყდრედ გამორჩევის შემდეგ ძალაუფლება მნიშვნელოვანწილად დაკარგა, ამ დროის განმავლობაში მოსაყდრესთან კონკურენციაში ფსონს ხან ამერიკაში და ხან ევროპაში ვიზიტებზე დებდა (ილუზიის შესაქმნელად, რომ პატრონი ჰყავს).
თუმცა, იაკობი მალევე მიხვდა, რომ ადგილზე ამით ძალაუფლებას არათუ ვერ იმყარებს - კარგავს კიდეც. საპატრიარქოში მისი ვაშინგტონური ვოიაჟები არავის მოსწონდა, არც პატრიარქს და არც კანცელარიას. მითუმეტეს, ამის არავის ეშინოდა. ხოდა, გადმოლაგდა ისევ ძველ რელსზე, ამიტომ იმუქრება.
აბსოლუტურად ცხადია და ვასაძისა და საპატრიარქოს ასეთი კოორდინირებული მოქმედება ცხადყოფს, რომ მოსაყდრე შიო საპატრიარქო ტახტზე ასვლას შეეცდება სინოდის წევრებისთვის კუნთების ათამაშებით - რამხელა ძალაუფლება აქვს და რისი გატანა შეუძლია. ამისთვის კბილებით იბრძოლებს. - ამბობს ლევან სუთიძე.