ლეგენდარული ფრანკო ძეფირელი 96 წლისა გარდაიცვალა

იტალიელი რეჟისორი ფრანკო ძეფირელი 96 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ Twitter-ზე ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ დაწერა.

„მინდოდა, რომ ეს დღე არასდროს დამდგარიყო. დღეს დილით ფრანკო ძეფირელიმ დაგვტოვა. oს მსოფლიო კულტურის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი იყო. ვიზიარებთ მისი ახლობლების მწუხარებას. ნახვადმის, ძვირფასო ოსტატო. ფლორენცია შენ არ დაგივიწყებს“, - წერს ნარდელა.

რეჟისორი, რომელიც ოსკარზე ორჯერ იყო ნომინირებული, სილვიო ბერლუსკონის პარტიიდან ორჯერ იყო არჩეული იტალიის სენატში. 

ძეფირელი ყველაზე მეტად "რომეო და ჯულიეტას" 1968 წლის ეკრანიზაციითაა ცნობილი, სადაც მთავარი როლებს ლეონარდ უაითინგი და ოლივია ჰასი თამაშობენ. 

ძეფირელი იყო იტალიელი კინოს, თეატრისა და ოპერის რეჟისორი. პროდიუსერი, სცენარისტი. ორჯერ ნომინირებული იყო ოსკარზე, ფილმებისა და სატელევიზიო ხელოვნების ბრიტანული აკადემიის (BAFTA) პრემიის ლაურეატი. ორჯერ პრემია “ემის“ ლაურეატი. 1994-2001 წლებში იტალიის სენატის წევრი.