რატომ იტყუება მართმადიდებლური ეკლესია სოდომურ ცოდვაზე და რა წერია ბიბლიაში

დღეს მართლმადიდებლური ეკლესიის პოზიცია, როგორც საზოგადოებრივი ინსტიტუციისა, საკმაოდ შორს დგას მართლმადიდებლური თეოლოგიის მსოფლმხედველობისაგან. ეს შეუსაბამობა რელიეფურად ვლინდება ადამიანის უფლებების სისტემასთან დაკავშირებით, ჰომოსექსუალებთან და სხვადასხვა უმცირესობებთან მიმართებაში. 

დღეს ითვლება, რომ ქრისტიანული რელიგია თავიდანვე განიკითხავდა ჰომოსექსუალობას, თუმცა, ზოგიერთი ისტორიკოსი არ ეთანხმება ამ მოსაზრებას. ჯონ ბოსუელი თავის ნაშრომში “ქრისტიანობა, საზოგადოებრივი შემწყნარებლობა და ჰომოსექსუალობა”, ამტკიცებს, რომ კათოლიკური ევროპა XII საუკუნის ბოლომდე არ ამჟღავნებდა მტრულ დამოკიდებულებას ჰომოსექსუალთა მიმართ. ჰომოსექსუალობის წინააღმდეგ ბრძოლისას კათოლიკური ეკლესია ძირითადად წმ. ავგუსტინესა და წმ. თომა აქვინელის შრომებს იყენებდა. ორივე მათგანის აზრით, ნებისმიერი სექსუალური აქტი, რომელიც გამორიცხავს ჩასახვის შესაძლებლობას, არაბუნებრივია და შესაბამისად, ცოდვილი. ეკლესია სექსუალური ქცევის მარეგულირებელ მძლავრ ძალად გადაიქცა.
რეალურად რა წერია ჰომოსექსუალობაზე "ახალ აღთქმაში" იგივე ოთხთავში, რომელიც ქრისტიანული სამყაროს, მთავარი მამოძრავებელი წიგნია.

„აი, რა იყო სოდომის, შენი დის, დანაშაული: ამპარტავნობა, გაუმაძღრობა და უდარდელობა მისი და მისი ასულებისა; ღარიბსა და მათხოვარს კი ხელს არ აშველებდნენ. გადიდგულდნენ და სისაძაგლეს აკეთებდნენ ჩემ მიმართ. ამიტომაც დავღუპე ისინი, როცა ეს დავინახე“ (ეზეკიელი, 16; 49-50).  -ეზეკიელში ერთხელაც არაა ნახსენები, სოდომის და გომორას ცოდვა, როგორც ჰომოსექსუალობის გამო დატეხილი სასჯელი.
წავიდეთ უფრო შორს: 
"იერუსალიმის წინასწარმეტყველებში საშინელება დავინახე: მრუშობენ, სიცრუეში დადიან და ბოროტმოქმედებს უჭერენ მხარს, რათა არც ერთი მათგანი არ მობრუნდეს თავისი ბოროტებისგან. ყველანი სოდომივით გახდნენ, გომორას მკვიდრებივით. (იერემია 23:14) - როგორც ვნახეთ არც აქაა ნახსენები, ჰომოსექსუალობის გამო დაქცეული სოდომი და გომორი. 
სოდომის ცოდვა არ იყო ჰომოსექსუალობა − სოდომისა და გომორის ცოდვა იყო არა ჰომოსექსუალობა, არამედ არასტუმართმოყვარეობა. ეს მოსაზრება ეფუძნება ქანაანურ ადათს, რომელიც უზრუნველყოფდა პიროვნების სახლის ჭერქვეშ შემოსულთა დაცვას. ლოტი სწორედ ამას გულისხმობდა, როდესაც თქვა: „…იმ კაცებს არაფერი ავნოთ, რადგან ჩემს ჭერქვეშ არიან შემოსულნი“ (დაბ.19:8). ამგვარად, ლოტმა მომხდურებს თავისი ქალიშვილები შესთავაზა, რათა დაეკმაყოფილებინა განრისხებული ბრბო და დაეცვა სტუმართა სიცოცხლე, რომლებიც მის ჭერქვეშ იყვნენ შემოსულები, ე.ი. საჭირო იყო ასეთი სექსუალური დაშოშმინება სტუმართა სიცოცხლის გადასარჩენად. სექსუალური აქტი არც ყოფილა გაცხადებული ქალაქის კაცთა მოთხოვნაში „შეეცნოთ“ ლოტის ამხანაგები, რადგანაც ეს ებრაული სიტყვა (იადჰა) უბრალოდ „გაცნობას“ (დაბ. 19:5) ნიშნავს. ის აქა-იქ გვხვდება ძველ აღთქმაში და უმეტესად მას არასექსუალური თანმდევი მნიშვნელობა აქვს. ამგვარად, დასკვნა ასეთია, რომ სოდომის ცოდვა იყო არა ჰომოსექსუალობა, არამედ არასტუმართმოყვარეობა.
ლევიანთა რჯული უკვე აღარ არის გამოსადეგი − მთავარი ადგილი ძველ აღთქმაში, რომელიც კიცხავს (გმობს) ჰომოსექსუალობას, ლევიანთა რჯულშია ჩაწერილი (ლევ. 18:22). ლევიანთა რჯული ასევე კიცხავს ღორის ხორცის და კრევეტის ჭამას. ჩვენ ვიცით, რომ ეს ცერემონიალური კანონები გაუქმდა (საქმ. 10:15). ამიტომ, აღარ არსებობს მიზეზი, რომლის მიხედვითაც ჰომოსექსუალისტური ქმედების ამკრძალავი კანონები კვლავაც ძალაში რჩებოდეს.
პავლეს გაკიცხვანი მხოლოდ კერძო მოსაზრება გახლდათ − ჰომოსექსუალობის წინააღმდეგ მიმართული ახალი აღთქმის ადგილთა უმეტესობა მოციქულ პავლეს ეკუთვნის, რომელიც მხოლოდ თავის პირად აზრს გამოთქვამდა (1 კორ. 7:25). ფაქტია, რომ პავლე ამბობდა: „… არა მაქვს ბრძანება უფლისგან…“ და „… ვეუბნები მე (მე და არა უფალი)…“ ეს არის იმავე წიგნის წინამორბედ თავში, სადაც პავლე კიცხავს ჰომოსექსუალისტებს (1 კორ. 6:9). ამგვარად, პავლეს აზრი მსგავს სექსუალურ საკითხებზე, მისივე აღიარებით, არ გვავალდებულებს. პავლე ასევე კიცხავდა კაცის გრძელთმიანობას.  მოციქულ პავლეს მოსაზრებათა უმეტესობა, აშკარად, კულტურული რელატიურობის საგანი უფრო იყო. მაგალითად, კორინთელთა მიმართ 1-ლ წერილში მოციქული იმასაც ფიქრობდა, რომ „მამაკაცის გრძელთმიანობა სამარცხვინოა მისთვის“ (11:14)

 ესაია სასუფეველს უწინასწარმეტყველებდა ჰომოსექსუალებს − ესაია 56:3-5 აცხადებს, რომ საჭურისები წაყვანილ იქნებიან ღვთის სასუფეველში. უფალმა თქვა: „მივცემ ჩემს სახლში და ჩემს კედლებს შორის ძეგლს და სახელს, ჩემს ვაჟებსა და ასულებზე უკეთესს, საუკუნო სახელს მივცემ, რომელიც არ წაიშლება“. ეს ადგილი აღებულია იმის მისანიშნებლად, რომ ესაია წინასწარმეტყველებდა იმ დღეზე, როცა ჰომოსექსუალები მიღებულნი იქნებიან ღვთის სასუფეველში.
ერთხელ მღდველ მონაწონმა ილია ვაშაკიძემ ზუსტი განმარტება გამოაქვეყნა სოდომურ ცოდვაზე, რომელსაც მღვდლები ჰომოსექსუალობასთან აიგივებენ.
მღვდელ­მო­ნა­ზო­ნი ილია ვა­შა­კი­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე სა­ზო­გა­დო­ე­ბას სო­დო­მურ ცოდ­ვებ­ზე ესა­უბ­რე­ბა და საკ­მა­ოდ ვრცელ გან­მარ­ტე­ბას აკე­თებს:

"ქრის­ტეს­მი­ერ საყ­ვა­რელ­ნო, ორი სი­ტყვით მინ­და გე­სა­უბ­როთ სო­დო­მურ ცოდ­ვებ­ზე, რად­გა­ნაც ამ ბოლო დროს გახ­შირ­და სა­ერ­თოდ სო­დომ­ზე და სო­დო­მურ ცოდ­ვებ­ზე სა­უ­ბა­რი მხო­ლოდ და მხო­ლოდ სქე­სობ­რი­ვი ცხოვ­რე­ბი­სა და სქე­სობ­რი­ვი გა­უ­კუღ­მარ­თე­ბის კუ­თხით.. სო­დო­მია, რო­გორც ასე­თი მხო­ლოდ მა­მათ­მავ­ლო­ბა, მე­ძა­ვო­ბა და მრუ­შო­ბა არაა..

სო­დო­მი არა მხო­ლოდ სქე­სობ­რი­ვი სიყ­ვა­რუ­ლით იწყე­ბა, იგი იწყე­ბა პირ­ველ რიგ­ში უსიყ­ვა­რუ­ლო­ბით, სიც­რუ­ით, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა­ზე უსა­მარ­თლო­ბის ზე­ი­მით, სათ­ნო საქ­მე­ე­ბის უკე­თუ­რე­ბით ჩა­ნაც­ვლე­ბით, ერ­თმა­ნე­თის გა­უ­ტან­ლო­ბით, ქრის­ტი­ა­ნულ თუ ადა­მი­ა­ნურ და­ნა­შა­უ­ლე­ბებ­ზე, კრი­მი­ნალ­ზე თვა­ლის და­ხუჭ­ვით, მკვლელ­თა გა­მარ­თლე­ბით, უდა­ნა­შა­უ­ლო­თა დას­ჯით.. გა­უ­კუღ­მარ­თე­ბუ­ლი სქე­სობ­რი­ვი ცხოვ­რე­ბა სო­დო­მი­ის ერთ-ერთი სა­ხე­ო­ბაა და არა ერ­თა­დერ­თი პირ­ვე­ლი.. ვიდ­რე სქე­სობ­რივ ცხოვ­რე­ბამ­დე მი­ვი­დო­დეთ, უნდა აღვკვე­თოთ ყო­ვე­ლი­ვე ზე­მოთ ხსე­ნე­ბუ­ლი.
შე­იძ­ლე­ბა სქე­სობ­რი­ვად სწო­რად ცხოვ­რობ­დეს ადა­მი­ა­ნი, მაგ­რამ იყოს უსა­მარ­თლო მო­სა­მარ­თლე, წო­ნა­ში მომ­ტყუ­ე­ბე­ლი ვაშ­ლის გამ­ყიდ­ვე­ლი, ცი­ლისმწა­მე­ბე­ლი, მარ­თა­ლი ადა­მი­ა­ნის ლინ­ჩის წე­სით გა­სა­მარ­თლე­ბის მომ­ხრე.. ამ სტა­ტუს­ში ნახ­სე­ნე­ბი სქე­სობ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის ხა­სი­ა­თის სო­დო­მუ­რი მო­მენ­ტე­ბი რომ ამო­ვი­ღოთ, სხვა და­ნარ­ჩე­ნი უს­ჯუ­ლო­ე­ბე­ბი რომ დავ­ტო­ვოთ, განა ისევ სო­დომ­ში არ გვი­წევს ცხოვ­რე­ბა?? რა­მე­თუ თქმულ არს: "რო­მელ­მან გი­თხრა არა იპა­რო, მან­ვე გი­თხრა არ იც­რუო.. რო­მელ­მან გი­თხრა არ იც­რუო, მან­ვე გი­თხრა არ იმ­რუ­შო".. უს­ჯუ­ლო­ე­ბი­თა და უსა­მარ­თლო­ბით, უსა­მარ­თლო სა­მარ­თლით იწყე­ბა სო­დო­მი.. ეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ხრწნას იწ­ვევს, რაც გა­უ­კუღ­მარ­თე­ბე­ბით გვირ­გვინ­დე­ბა, მათ შო­რის სექ­სუ­ა­ლუ­რი გა­უ­კუღ­მარ­თე­ბე­ბით..

სო­დომ­ში ჰე­ტე­რო­სექ­სუ­ა­ლე­ბის აღ­მო­ჩე­ნას კი არ აპი­რებ­დნენ მის გა­და­სარ­ჩე­ნად, არა­მედ მარ­თალ­თა აღ­მო­ჩე­ნას.. ეს მო­მენ­ტი არა­ნაკ­ლე­ბად ყუ­რადსა­ღე­ბია.. მეტ­საც გე­ტყვით, ეს არის ღერ­ძი მთლი­ა­ნად ამ სა­კი­თხი­სა - ძებ­ნა მარ­თალ­თა და არა ჰე­ტე­რო­სექ­სუ­ალ­თა.. აი, ამის თქმა მინ­დო­და სულ.. ამ­ჯე­რად და­ვამ­თავ­რებ ამ სტა­ტუსს.. გაგ­რძე­ლე­ბა იქ­ნე­ბა..

მოამზადა ირაკლი მანაგაძემ