სპეცრაზმელებმა მჯდომარე აქციის მონაწილეებს გადაუარეს

პარლამენტის წინ დაძაბულობა გრძელდება. სპერაზმელები მოქალაქეების წინააღმდეგ ცრემლსადენ გაზს, რეზინის ტყვიებსა და წყლის ჭავლს იყენებენ.

TV პირველი მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ სპეცრაზმებელბა მჯდომარე აქციის წევრებს გადაუარეს.

პოლიციამ მოქალაქეებს ხელები ხამუტებით შეუკრა. აქციის მონაწილეებს სამართალდამცველები აკავებენ. დაკავებები რამდენიმე საათია მიმდინარეობს.