1 გარდაცვლილი, 2 დაშავებული - მეტეხის ეზოდან 3 ტურისტი გადმოვარდა

რიყეზე, სიმაღლიდან 3 ადამიანი გადმოვარდა, რომელთაგან ერთი დაიღუპა, ხოლო ორი საავადმყოფოშია გადაყვანილი  - ამის შესახებ ინფორმაციას  შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ადასტურებს. გავრცელებული ინფორმაციით, დაზარალებულები ტურისტები იყვნენ, ხოლო შემთხვევა მეტეხის ეზოში მოხდა.