დანიელმა არტისტმა საქართველოში აქციების შესახებ ილუსტრაციები შექმნა

" />დანიელმა არტისტმა, Livija Viksna-მ საქართველოში ბოლო დროს მიმდინარე საპროტესტო აქციების თემაზე ილუსტრაციები შექმნა და საკუთარ Faceebok გვერდზე გამოაქვეყნა.

არტისტს სურათების აღწერაში მოყოლილი აქვს 20 ივნისს მომხდარი ფაქტები, ბოლოს კი ქართულად უწერია, რომ რუსეთი ოკუპანტია.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოების პროტესტი 20 ივნისს, რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის თბილისში ვიზიტს მოჰყვა, რომელმაც მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში ასამბლეის წევრებს პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნიდან მიმართა. საპარლამენტო ოპოზიციამ  ირაკლი კობახიძის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება და მისი გადადგომა მოითხოვა. აღშფოთებული მოქალაქეების საპროტესტო აქცია , ოპოზიციის ცალკეული ლიდერების მოწოდებების შედეგად პოლიციისა და საზოგადოების დაპირისპირებაში გადაიზარდა. აქციის მონაწილეები პარლამენტში შეღწევას ცდილობდნენ და პოლიციის კორდონს წინააღმდეგობას უწევდნენ. გარკვეული დროის შემდეგ,  აქციის დასაშლელად სპეცრაზმი გამოიყვანეს, რომლებმაც წყლის ჭავლის, ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით აქცია დაშალეს. რუსთაველის გამზირზე დაძაბული ვითარება დილამდე შენაჩუნდა. არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე საუბრობენ.

აქციის სამი მოთხოვნიდან ორი - , 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება და პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომა დაკმაყოფილდა. აქციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა არ დაკმაყოფილებულა.

აქცია დღესაც, პროტესტის მე-13 დღეს,  19 საათზე გაიმართება.