ხელისუფლებისგან მიტოვებული ყოფილი ჟურნალისტი ნანა ნადირაძე გარდაიცვალა

ყო­ფი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი ნანა ნა­დი­რა­ძე გარ­და­იც­ვა­ლა. აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აკა სინ­ჯი­კაშ­ვი­ლი ავ­ცე­ლებს. რო­გორც სინ­ჯი­კაშ­ვი­ლი წერს, ნანა ნა­დი­რა­ძე უკი­დუ­რეს სი­ღა­რი­ბე­ში ცხოვ­რობ­და და შიმ­ში­ლით და­ი­ღუ­პა:

გუშინ ნაპოვნი ნანა დეიდას გადარჩენა ვერ მოვახერხეთ და დილას გარდაიცვალა. ქალი რამდენიმე წელი იწვა გაუნძრევლად, პასპორტის და ყველანაირი საბუთის გარეშე და ავადმყოფობით და შიმშილით გარდაიცვალა გესმით? შეუძლებელი გახდა მისი გადარჩენა! სპეციალური სამსახურის გამოძახება დაგვჭირდა რომ უბრალოდ მაცივარში ჩავასვენოთ. აირწინაღებით ვმუშაობთ სახლში, ისეთი საშინელება ხდება. ერთ დროს ცნობილი, გაზეთი "თბილისი"-ს ჟურნალისტი, ქალაქში ცნობილი ლამაზი ქალი - ნანა ნადირაძე რამდენიმე წელი უშუქოდ, უწყლოდ და ერთ კუთხეში მიწოლილი სიკვდილს ელოდებოდა. 
ნანა დეიდას დავკრძალავთ ისე, როგორც მას შეეფერებოდა, გავუკეთებთ ყველაფერს, თუკი რამეღაა შესაძლებელი, მაგრამ გული მერევა იმ ქვეყანაზე, სადაც ადამიანი შიმშილით კვდება ნაგავში. გული მერევა ყველა იმ ადამიანზე, რომლებიც ერთმანეთს აბრალებენ ამ ქალის სიკვდილს. გული მერევა ყველაზე ვინც პრემიებით სკდება და მის ქალაქში უპატრონობით კვდება ახალგაზრდა ქალი.
ეხლა ნანა დეიდას პროზექტურაში გადავასვენებთ, პანაშვიდსაც გადავუხდით და ღირსეულადაც გავასვენებთ მისი სახლიდან. დაკრძალვა იქნება ზეგ, ხუთშაბათს. ჩვენ აქ ვართ ბიჭები, ნანა დეიდას ჭირისუფლები. მოსვლა თუ გინდათ ვინმეს, ტელეფონზე დამირეკეთ, ინფოში მიწერია. ბოდიში, მეტი აღარაფერი შეგვიძლია.

საჭმელს მეზობლები რიგ-რიგობით აჭმევდნენ, მაგრამ შიმშილზე მეტად ჯანმრთელობა აწუხებდა. ბოლო წლების განმავლობაში არ ჰონდა შუქი, გაზი და წყალი. ზამთარიც გაუსაძლის სიცივეში გაატარა.

მეზობლები ჰყვებიან, რომ უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი ქალბატონის დახმარებისთვის თვითონაც არაერთხელ მიმართეს სოციალურ სამსახურს, გამგეობასა და პოლიციასაც, თუმცა ყურადღება არავინ მიაქცია. ქალს, რომელსაც გადაადგილება არ შეეძლო, პირადობა გაუუქმდა, შედეგად ვეღარც ყოველთვიურ შემწეობას იღებდა. გოგოლის 16-ში ამბობენ, რომ 58 წლის ქალბატონი ხელისუფლების უყურადღებობას და გულგრილობას შეეწირა.