მთებში ელექტროფიკაციის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს

შუახევის მთებში ელექტროფიკაციის მოწყობითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

შუახევის მერიამ ადგილობრივი ბიუჯეტით ჩირუხის მთაში შიდა ქსელის მოსაწყობად ელექტროგადამცემი რკინის ბოძები შეიძინა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 10 000  ლარი დაიხარჯა.

 ამჟამად, მიმდინარეობს ბოძების გადატანა და მონტაჟი.

ელექტრო ენერგიის მომარაგებისთვის შიდა დაქსელვითი სამუშაოები მიმდინარეობს მთაგინურის მთაში შემავალ იალაღებზეც. სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება ასევე მერიაყელის, გძელგორის, კატრიანისა და ყავრიანის მთებში.



 

 

(NS)