საქართველოს წინააღმდეგ სანქციებს მხარს არ დავუჭერ - პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციების დაწესებას მხარი არ დაუჭირა, - ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება.

როგორც პუტინმა აღნიშნა, შესაბამისი გადაწყვეტილება მან საქართველოს მოსახლეობის პატივსაცემად მიიღო.

"რაც შეეხება საქართველოს მიმართ სხვადასხვა სახის სანქციებს, მე ამას არ გავაკეთებ ქართველი ხალხის პატივისცემის გამო", - განუცხადა ჟურნალისტებს კრემლის ლიდერმა. 

ცნობისთვის, რუსეთის დუმამ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღებას მხარი დაუჭირა.