პუტინი აცხადებს, რომ ოკუპანტი საქართველოა

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, საქართველომ 1918 წელს აფხაზეთის ოკუპაცია მოახდინა, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.

როგორც პუტინმა აღნიშნა, დღესდღეობით საქართველოს ქმედებებს აფხაზეთის მიმართს გენოციდსაც კი, უწოდებენ.

"გერმანელი ჯარისკაცების მეშვეობით საქართველომ 1918 წელს აფხაზეთის ოკუპაცია მოახდინა. ოკუპანტები ძალიან ხისტად იქცეოდნენ. უფრო ხისტად იქცეოდნენ ქართული ჯარისკაცები 1919-1920 წლებში ოსეთში. შეიძლება ითქვას, რომ მათ გენოციდი მოახდინეს. არ იქნება ცუდი, თუ ამ ყველაფეერს საქართველოსამჟამინდელი ხელისუფლება გაიხსენებს. არ შეიძლება ამის დავიწყება, განსაკუთრებით თუ მათ აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობის დალაგება სურთ", - განაცხადა პუტინმა.

პუტინის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა გამოიწვია ის, რომ რუსეთს  "აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დაცვა" მოუწიათ.

"თავის დროზე მე ვარწმუნებდი სააკაშვილს, ვეუბნებოდი მას, მიხეილ ნიკოლოზის ძევ, არავითარ შემთხვევაში არ დაუშვათ არანაირი სამხედრო მოქმედებები აფხაზეთის ან სამხრეთ ოსეთის მიმართ. ამერიკელებს იგივეს ვეუბნებოდი. მეთანხმებოდნენ - კი, კი არავითარ შემთხვევაში და რა ქნეს? - წავიდნენ იქ ომით და შედეგი დღეს ეს ცნობილია. რუსეთი უბრალოდ იძულებული იყო ეღიარებინა ამ რესპუბლიკების დამოუკიდებლობა და დაეცვა ხალხები - აფხაზეთისაც და სამხრეთ ოსეთისაც".