პირველი საზაფხულო სკოლა მაღალმთიანი აჭარის მოსწავლეებისთვის

ა(ა)იპ შუახევის ინტელექტ-კლუბი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებითა და სსიპ "საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ რეგიონალური ბიუროს, შუახევის მერიის მხარდაჭერით მაღალმთიან აჭარაში განახორცილეებს საზაფხულო სკოლას სახელწოდებით – გზა ევროპისკენ.

საზაფხულო სკოლა შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელი გომარდულში იქნება.პროექტი “გზა ვეროპისკენ” - აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს „ვასწავლოთ მომავალი წარმატებისთვის“ ქვეპროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ საზაფხული სკოლის ორგანიზების კონკურსში გამარჯვებულ სამ პროექტს შორის ერთ-ერთია.

პროექტის ფარგლებში დაფინანსებულია მოსწაველეების კვება, ტრასპორტირება და სასტუმროში განთავსება;

 საზაფხულო სკოლის მიზანი, მთიანი აჭარის სამი მუნიციპალიტეტის (ქედა, შუახევი, ხულო) ახალგაზრდების მხარდაჭერა მათი საერთო ევროპული ღირებულებებით მომზადება, მულტიკულტურული გაგებისა და ტოლერანტობის ხელშეწყობა; მოზარდებისთვის საგანმანათლებლო-შემეცნებითი, სპორტულ-კულტურული გარემოს შექმნა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, მონაწილეთა შორის შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენა და და ევროპული ღირებულებების შესახებ მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებაა.

საზაფხულო სკოლის მონაწილეები 6 დღის განმავლობაში მოისმენენ სემინარებს შემდეგი თემატიკაზე:

ვროკავშირის ისტორია, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ასოცირების შეთანხმების განხორციელება, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია, მითები ევროკავშირთან მიმართებაში, ანტიდასავლური პროპაგანდის მეთოდები; NATO-საქართველოს ურთიერთობები, პერსპექტივები და გამოწვევები, NATO-ში გაწევრიანების ახალი შესაძლებლობები.

სკოლის მსმენელები უშუალოდ იმ ადამიანებისგან მიიღებენ ინფორმაციებს, რომლებიც რეგიონში ამ მიმართულებით მუშაობენ და მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ მოსახლეობის სწორად ინფორმირებულობის კუთხით.

თითოეული მუნიციპალიტეტიდან კონკურსის წესით 7 მოსწავლე შეირჩევა. დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

 

 

 

(NS)