მორიგი საჯარო გინება პუტინს - ამჯერად მას უკრაინელმა ჟურნალისტმა აგინა

რუსთავი 2-ის წამყვანის, გიორგი გაბუნიას მსგავსად  რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ  პუტინს “კანალ 24-ის”  უკრაინელმა ტელეწამყვანმა არტიომ ოვდიენკომ სატელევიზიო სტუდიიდან აგინა. წამყვანმა ფეისბუკზე 2-წუთიანი მიმართვა გამოაქვეყნა, სადაც პუტინს არაერთხელ შეაგინა და შეურაცხმყოფელი  ეპითეტებით მიმართა. 

“ჩემი კოლეგები რუსთავი 2-დან არ მომცემენ მოტყუების საშუალებას, პუტინ, შენ ხუილო ხარ. და რაც უფრო მალე გიხილავთ კუბოში და თეთრ ფაჩუჩები, მით უფრო მეტ საფერავსა და წინადადალს დავლევთ ერთად ამ ბედნიერ დღეს. მაგრამ სანამ შენს ბოტოქსს შენი ტვინი ბოლომდე არ შეუჭამია, ახსენი, რატომ მოძვრები ჩვენკენ? რატომ ვერ ზიხარ წყნარად, შენს მოფლეთილ უკანალზე, რას მოძვრები და მოძვრები ჩვენკენ – უკრაინაში? საქართველოში? და მოლდოვაში,?“ – ამბობს ის.

მონოლოგის დასასრულს ჟურნალისტმა ტელეკომპანია  რუსთავი 2-თან ტელეხიდი დააანონსა, რომელიც, მისი თქმით, პარასკევს უნდა გაიმართოს.

7 ივლისს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში გადაცემა "P.S"-ის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ  გადაცემა რუსულ ენაზე დაიწყო. მან   რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უშვერი სიტყვებით მოიხსენია და აგინა, მათ შორის, გარდაცვლილი დედა და მამა. არხის დირექტორი ნიკა გვარამია გაბუნიას  გამოსვლას მალევე გაემიჯნა. ბოდიში მოიხადა “კვირის აქცენტების” წამყვანმა ეკა კვესიტაძემაც.

“რუსთავი 2”-ის წამყვანის მიერ პუტინის გინებას მყისიერად გამოეხმაურნენ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, თბილისის მერი და საგარეო საქმეთა მინისტრი. მათ ეს შეაფასეს როგორც პროვოკაცია და დესტაბილიზაციის მცდელობა.

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა ბოდიში მოიხადა გაბუნიას გინების გამო, ამასთანავე, მას უფლებამოსილება რამდენიმე თვით შეუჩერა.