მოსახლეობის 35% თვლის, რომ ხელისუფლების მთავარი მიღწევა "არაფერია" - IRI-ს კვლევა

კითხვაზე, რა არის საქართველოს ხელისუფლების მთავარი მიღწევა, გამოკითხულთა ყველაზე მეტი, 35% პასუხობს, რომ "არაფერი" - ამის შესახებ  საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის  (IRI) კვლევაშია აღნიშნული.

ამავე კითხვაზე, 15 პროცენტი მთავარ მიღწევად ჯანდაცვას ასახელებს. მოსახლეობის 26 პროცენტს კი პასუხი არ აქვს.

კითხვაზე, რა არის საქართველოს პარლამენტის მთავარი მიღწევა, გამოკითხულთა 30% ფიქრობს, რომ არაფერი, 19 პროცენტი კი ისევ ჯანდაცვის რეფორმას ასახელებს.

IRI-ს დაკვეთით საზოგადოებრივი აზრის კვლევა IPM-მა, 20 მაისიდან 11 ივნისის ჩათვლით ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 1 500 ადამიანი. კვლევის ცდომილება 2,5 პროცენტს შეადგენს.