ვიდეოს გამო, სადაც ჩანს, რომ ძიძა ჩვილს უხეშად ექცევა, გამოძიება დაიწყო

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს გამო, სადაც ჩანს, რომ ძიძა ბავშვს უხეშად ექცევა, გამოძიება დაიწყო. 

ვიდეო გუშინ, Facebook-ზე გავრცელდა. როგორც ვიდეოს აღწერაში ვკითხულობთ, ჩვილის დედამ იეჭვა, რომ ძიძა ბავშვს ცუდად იქცეოდა და ფარული მეთვალყურეობა დაიწყო. 

პირველ ვიდეოში ჩანს, რომ ძიძას ჩვილი მუხლებზე უწევს და აჭმევს. ჭამისას ბავშვი ტირის, ძიძა კი მისი დაწყნარების გარეშე განაგრძობს მის კვებას, კოვზს რამდენჯერმე უხეშად ჩრის პირში და ბოლოს აჯანჯღარებს.

მეორე, ვიდეოში ისმის სიტყვები "დაიძინე", შემდეგ, სავარაუდოდ, დარტყმის ხმა და შემდეგ ტირილი.

მესამე ვიდეოში, სადაც ძიძის სახეც ჩანს, ჩვილს თავში ურტყამს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო. უწყების თქმით, ამ დროისთვის ფაქტის დეტალური შესწავლა მიმდინარეობს.