გაბუნია, კვესიტაძე, მელაძე და ჟორჟოლიანი რუსთავი 2-დან გაუშვეს

"რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია ადასტურებს, რომ შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ, ტელეკომპანიიდან ტელეწამყვანები გიორგი  გაბუნია, ეკა კვესიტაძე და ნანუკა ჟორჟოლიანიც გათავისუფლდებიან.

სალიას განმარტებით, მათი გათავისუფლების მიზეზი არხთან ინტერესთა კონფლიქტია.   

აღსანიშნავია, რომ არხიდან ასევე გათავისუფლდა საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე.

„ვადასტურებ, ნოდარ მელაძესთან ერთად გათავისუფლდება რამდენიმე ადამიანი. გადაწყვეტილება ნოდარ მელაძესთან დაკავშირებით, ისევე როგორც სხვა პირებთან დაკავშირებით, რომლებიც შვებულებაში იმყოფებიან , დაბრუნების შემდეგ მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილებები, რომელთაც აქვთ ინტერესთა კონფლიქტი", - განაცხადა სალიამ.