პრეზიდენტი ამაზონის ტყის ხანძარს ოპერატიულად გამოეხმაურა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამაზონის ტყეების ხანძარს ეხმაურება. 

როგორც ზურაბიშვილმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, საქართველო პლანეტის გადასარჩენად ბრძოლას უერთდება. 

„საქართველოს გული იწვის ამაზონის ტროპიკულ ტყეებთან ერთად. ჩვენ ვუერთდებით ბრძოლას ჩვენი პლანეტის გადასაჩენად და მოგიწოდებთ ამაზონისთვის ვიმოქმედოთ“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, პრეზიდენტს გორის რაიონის სოფელ გუგუტიანთკარში მიმდინარე ბორდერიზაციაზე განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია. 

ცნობისთვის, ბრაზილიაში, „დედამიწის ფილტვებად“ წოდებული ამაზონის ტროპიკული ტყეები იწვის.