ჟურნალისტს შვილების დახოცვით დაემუქრნენ

გაზეთ „გურიის მოამბის“ რედაქტორმა თეო იოსელიანმა Facebook-ის მეშვეობით მუქარის შემცველი შეტყობინება მიიღო. „მალე მოესწრები შენი შვილების სიკვდილს, მე დაგიხოცავ“ - ამ შინაარსისაა შეტყობინება, რომელიც დაუდგენელმა პირმა იოსელიანს facebook-ის ყალბი ანგარიშიდან გაუგზავნა. იოსელიანი ფიქრობს, რომ მუქარა მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება.

 “გურიის მოამბე, ზოგადად,  ცნობილია, როგორც კრიტიკული და დამოუკიდებელი მედია. არიან ადამიანები, ვისაც არ მოსწონთ ჩვენი მუშაობა. საფრთხე ჩემთვის ძალიან რეალურია და, როგორც ჩანს, ჩემს დაშინებას ემსახურება“, - განაცხადა თეა იოსელიანმა ტელეკომპანია „მაესტროსთან“ სატელეფონო საუბრისას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციას გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით აქვს დაწყებული, რაც მუქარას გულისხმობს.

[ფოტო და სქრინი: reginfo.ge]