„ლელო“ - საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელიც მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ დააფუძნეს

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საზოგადოებრივი მოძრაობის სახელწოდება „ლელო“ იქნება.

ამის შესახებ ბიზნესმენა ანაკლიაში გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა, სადაც სოზაგადოებრივი მოძრაობის დაფუძნების მიზეზებზეც ისაუბრა. 

„დღეს ვაფუძნებთ მოძრაობას. მოძრაობას, რომელსაც ექნება გუნდურობის, ექნება მიზნების მიღწევის, სიყვარულის, ერთობის, საქართველოს გამარჯვებაზე ორიენტირებული მიზანი“, - განაცხადა ხაზარაძემ.

ადგილზე შეკრებილებს ბადრი ჯაფარიძემაც მიმართა:

"ჩვენ ყველამ ერთად უნდა დავდოთ "ლელო". ახლა არის ლელოს გატანის დრო. უნდა გავერთიანდეთ", - განაცხადა ჯაფარიძემ. 

როგორც ხაზარაძემ აღნიშნა,  ანაკლია არის ადგილი, სადაც არის ბოლო კარიბჭე საქართველოსა და ევროპას შორის.

„ეს არის ადგილი, სადაც უზარმაზარი პოტენციალის პროექტი უნდა განხორიციელდეს. სადაც შეიქმნება უმარავი სამუშაო ადგილი და შესაძლებლობა იმისა, რომ ერთხელ და სამუდაომოდ საქართველომ დაიბრუნოს ფუნქცია. ფუნქცია სამეზობლოში, ფუნქცია რეგიონში და მსოფლიო რუკაზე. ჩვენ უნდა შევიტანოთ ჩვენი კონტრიბუცია ამ უზარმაზარ გადანაწილებაში, რასაც გზების, ტრანსპორტისა და თუნდაც პოლიტიკის მნიშვნელობა ჰქვია. ჩვენ ვდგავართ ახლა იმ ადგილას, რომელიც არის ბოლო კარიბჭე საქართველოსა და ევროპას შორის. სწორედ აი აქედან, ერთხელ და სამუდამოდ განმტკიცდეს ჩვენი ვექტორი დასავლეთისენ. ვინ ვართ ჩვენ, რატომ შევიკრიბეთ დღეს აქ?! ჩვენ ვართ ადამიანები სხვადასხვა სფეროდან, პროფესიონალები, რომლებიც ჩვენს ძალიან წარმატებით ვუძღვებოდით. ვქმნიდით სამუშაო ადგილებს, ვიხდიდით გადასახადებს, მაგრამ დღეს ჩვენ აქ აბსოლუტურად სხვა რეალობამ შეგვკრიბა. საქართველო დღეს განსაკუთრებით იმ ადამიანების ერთობას რომლებმაც ცალცალკე, სხვადასხვა სფეროში შექნეს წარმატების ისტორიები. ბოლო 30 წლის განმავლობაში რატომ ვართ სულ ერთი წრის გარშემო?! რატომ ვართ სულ მოჯადოებულ წრეში?! საქართველომ ბევრი რამ დაკარგა ამ ხნის განმავლობაში. დაკარგა ტერიტორიები, ვერ გაიმარჯვა ეკონომიკურ წინსვლაში, კარგავს ინვესტიციებს და რაც ყველაზე მთავარია, კარგავს თავის ხალხს. მე მესმის იმ ადამიანების, როცა საქართველოში ეკონომიკურად მძიმე მდგომარეობა იყო, დატოვეს ქვეყანა.  მაგრამ მე არ მესმის დღეს წარმატებული ადამიანები, რატომ არიან ამ აზრით შეპყრობილები. რამ გამოიწვია ეს ყველაფერი, რატომ გავხდით ჩვენ უიმედოები?! ქართულ ეკონიმიკას დღეს ჩვენი ემიგტანტები ასაზრდოებენ, რომლებიც უზარმაზარ თანხებს აგზავნიან თავიანთი ოჯახების გასამაგრებლად, ეს იმაზე მეტი თანხაა, ვიდრე გარედან შემოსული ფინანსური ინვესტიციები. ჩვენ უნდა შევეჯიბროთ არა ჩვენ უკან მყოფ ან ჩვენი დონის ქვეყნებს, არამედ უნდა დავისახოთ ყველა სფეროში დავისახოთ მიზანი, რომ ვიყოთ მოწინავე ქვეყანა.

ჩვენ ვეძებთ ლიდერებს, წარმატებულ ადამიანებს. გაერთიანება, უახლოეს ხანში პოლიტიკური პარტია, იქნება ლიდერების პარტია. ეს არ იქნება მამუკა ხაზარაძის ან ბადრი ჯაფარიძის, ან რომელიმე სახელის პარტია. ეს იქნება ჰორიზონტალური სტრუქტურა, მწყობრად აწყობილი, კონკრეტული მიზნით შედეგზე ორიენტირებული. 

მე მესმის, რომ პოლიტიკაში კონკრეტული თარიღები და მიზნები არ უნდა დასახო, იმიტომ რომ ადამიანები ძალაუფლებისთვის მოდიან. ჩვენ პირიქით გავაკეთებთ, ჩვენ თარიღებს დავასახელებთ, ჩვენ კონკრეტულ მიზნებს დავასახელებთ იმისთვის, რომ ეს ქვეყანა ძალიან სწრაფად ან გამოვა მდგომარეობიდან, ან ჩვენ ვიქნებით აი ამ ჭაობში. ეს მენტალური ჭაობია. 

ჩვენ მოვძებნით 12 ლიდერს ყველა სფეროში, ეს პროცესი დაწყებულია. 12 რეფორმატორს მედიცინაში, 12 რეფორმატორს განათლებაში, მრგვალი მაგიდების გარშემო. 12 კაც ლიდერს სოფელში, 12 ქალს რაიონში, იმიტომ რომ ეს ქვეყანა ერთი კაცის გადასარჩენი არ არის, ეს ქვეყანა თითოეული ჩვენგანის გადასაარჩენია. 

ეს ლიდერობა ქართველს ოდითგანვე მოსდევს, მას ამის გაკეთება შეუძლია. 112 წლის წინ, 12 რიცხვში ილია ჭავჭავაძე მოკლეს. ეს დამთხვევაა, დღესაც 12 რიცხვია, ჩვენ ამის გამო არ შეგვირჩევია ეს დღე, მაგრამ დღეს დილას ეს დამთხვევა კიდევ ერთ რამეს მიანიშნებს, ილია ჭავჭავაძეც 12 ადამიანს ეძებდა, 12 ინჟინერს, რომ ქვეყანა გადარჩენილიყო. 

მე მინდა, რომ ეს ძებნა დავიწყოთ ყველგან, მიმოვიხედოთ, რომ ეს ნიჭიერი ადამიანები, რომლებიც ჩვენ გარეშემო არიან, შევკრიბოთ ქვეყნის სამსახურისთვის", - თქვა ხაზარაძემ პრეზენტაციაზე.