ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის დაყენებას ითხოვს

თუ გამოძიებას აქვს ნება, მაშინ ჩატარდება საგამოძიებო მოქმედებები, დაიკითხებიან შესაბამისი პირები და გადამოწმდება კომუნიკაცია“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც პრეზიდენტის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე გამოძიების დაწყებას გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, წინააღმდეგ შემთხვევაში „ევროპული საქართველო“ შეიტანს დადგენილების პროექტს პარლამენტში, რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია.

 „თუ გამოძიებას აქვს ნება, მაშინ ჩატარდება საგამოძიებო მოქმედებები, დაიკითხებიან შესაბამისი პირები და გადამოწმდება კომუნიკაცია. ამის გაკეთებას მხოლოდ ნება სჭირდება. თუ ამას არ გააკეთებენ, „ევროპული საქართველო“ პარლამენტში დადგენილების პროექტს შემოიტანს, რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია და საქართველოს პარლამენტის წევრები გამოიძიებენ, თუ პროკურატურას არ ეყოფა ნება, რომ ამ საქმეზე რეალურად შედეგები დადოს“, - აღნიშნა ოთარ კახიძემ.

ევროპული საქართველოს ლიდერის გიგა ბოკერიას თქმით, შეწყალების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში ბევრი პირი უნდა დაიკითხოს, მათ შორის ისინი ვინც დაკავშირებული იყო შეწყალებული პირების დაცვასთან და ასევე აუცილებლად უნდა დაიკითხოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია. 

 

"მორალური პასუხიმგებლობა და ეს სამარცხვინო შეურაცხყოფა უკვე ფაქტია და ეს კიდევ ერთხელ გვახსენებს როგორი შეურაცხყოფა მიაყენეს საზოგადოებას ივანიშვილმა და მისმა გუნდმა როცა ეს სამარცხვინო პოლიტიკური ფიგურა დაასვეს ძალადობით ქვეყანას თავზე და ვიმკით ახლა ამ შედეგებს," - ამბობს ბოკერია მთავარ არხთან საუბრისას. 

მთავარმა პროკურატურამ პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა საქმეზე გამოძიება, მას შემდეგ დაიწყო, რაც ევროპულმა საქართელომ წერილობით მიმართა. 

ევროპული საქართველოს წევრმა ირმა ნადირაშვილმა საქართველოს გენერალურ პროკურატურას პრეზიდენტის მიერ შეწყალების საქმეზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით, წერილობით გუშინ, 19 სექტემბერს მიმართა. ნადირაშვილის თქმით, სანდო წყაროსგან მიიღებული ინფორმაციის თანახმად, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს დიმიტრი გაბუნიას, შეწყალების საკითხით დაინტერესებული პირები უკავშირდებიან და მასთან ფინანსურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ თუ რა ფასად შეიძლება იყოს ესა თუ ის პირი შეწყალებული.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი სალომე სამადაშვილი თვლის, რომ შეწყალების საქმეზე გამოძიება საპარლამენტო ფორმატში უნდა წარიმართოს, რადგან პროკურატურას საზოგადოების თვალში ნდობა არ აქვს. სამადაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი გახდა ერთადერთი ადამიანის გადაწყვეტილებით და ეს იყო ბიძინა ივანიშვილი.

"მე მიმაჩნია, რომ საპარლამენტო ფორმატში გამოძიების წარმართვა ყველა შემთხვევაში არის აქტუალური საკითხი და ჩვენთვის ბევრად უფრო სანდო იქნებოდა პროცესი, რომელიც წარიმართება პარლამენტში და არა პროკურატურის მიერ," - ამბობს სამადაშვილი. 

მთავარმა პროკურატურამ პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა საქმეზე გამოძიება, მას შემდეგ დაიწყო, რაც ევროპულმა საქართელომ წერილობით მიმართა.