მკვლელობა საგარეჯოში

თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცმა საგარეჯოს ცენტრში, სანადირო თოფით  კაცი თავისივე მღაზიაში მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა.

ადგილობრივების თქმით, მამაკაცმა თვითმკვლელობამდე ხორცის მაღაზიის მეპატრონეს რამდენჯერმე ესროლა და შემდეგ იმავე იარაღიდან გასროლით თავი მოიკლა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.