გორში სკოლიდან 7 კომპიუტერი მოიპარეს

On.ge ს ინფორმაიით, გორის ერთ-ერთი საჯარო სკოლიდან 7 კომპიუტერი მოიპარეს. სკოლის დირექტორი, ლია ბეშკენაშვილი ამბობს, რომ სკოლას კომპიუტერები ახალი მიღებული ჰქონდა და მისი გამოყენება ვერც კი მოასწრეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროშს განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.