საგანგებო მდგომარეობა ეკუადორში

ეკვადორში ქუჩის შეტაკებები ისევ გრძელდება. ქვეყნის პრეზიდენტმა დემონსტრანტებთან შეხვედრაზე უარი განაცხადა და მათ კრიმინალები უწოდა. დემონსტრანტებმა პოლიციელებს ე.წ მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს. პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

 აქციაზე 350-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. დემონსტრანტები აპროტესტებენ მთავრობის ფისკალურ რეფორმას, რამაც საწვავზე ფასების ზრდა გამოიწვია.