მოვუწოდებთ პოლიციას, გამოიკვლიონ დაზარალებულზე შესაძლო ზეწოლის ფაქტი - ოთარ კახიძე სავარაუდო სექსუალურ ძალადობაზე:

"ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ოთარ კახიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს, გამოიკვლიონ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც სავარაუდო სექსუალური ძალადობის ფაქტზე პოტენციური ბრალდებულის გარემოცვა შესაძლოა დაზარალებულზე ზეწოლას ახდენდეს.დღეს პოლიციაში გამოიკითხა პიროვნება, რომელიც სავარაუდო მსხვერპლს გარიგებას სთავაზობდა. თავად ჯიშკარიანი გულის შეტევით ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.

არჩილ თალაკვაძს განცხადეით, "მიუღებელია დისკრიმინაცია და ძალადობა ქალთა მიმართ. წლების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლება და საზოგადოება ერთად მუშაობს, რომ ჩვენს საზოგადოებაში ქალთა მიმართ ძალადობა და დისკრიმინაცია შემცირდეს. მოხდეს მათი უფრო მეტად ხელშეწყობა, რომ ჩაერთონ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, ამიტომ ნებისმიერი ასეთი ბრალდება მაღალი ყურადღებით იქნება შესწავლილი, განსაკუთრებით მაშინ როდესაც ეს ეხება სახელისუფლებო გუნდის წევრს“.