იურიდიულ კომიტეტზე მოსამართლეობის კანდიდატ თამარ ზამბახიძეს უსმენენ

პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომათა ოთახში, ამჯერად სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე თამარ ზამბახიძე პასუხობს. მოსამართლესთან შეკითხვები მის წარსულ საქმიანობას ეხება.

ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძებ მოსამართლეობის კანდიდატ თამარ ზამბახიძეს მმართა - "სასამართლო სისტემაზე არ ხდება არაფორმალური ზეწოლა?! ბიძინა ივანიშვილი ერევა თუ არა პარლამენტის მუშაობაში?! თქვენ დარწმუნებული ბრძანდებით, რომ ზარდიაშვილი, ერთ-ერთი დეპუტატი საკუთარი ნებით წავიდა პარლამენტიდან?!“

მოსამარლეობის კანდიდატის თქმით, მართლმსაჯულება კანონიერად ახორციელებს და  პოლიტიკურ შეფასებებს ვერ გააკეთებს.

სხდომა უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.