პრემიერ-მინისტრი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

პრემიერ-მიისტრი გიორგი გახარია, დღეს ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე განხილულ იქნა ტურისტული ბიზნესით დაკავებული კომპანიების ძირითად პრობლემები. 

"აჭარა ჯგუფის" აღმასრულებელმა დირექტორმა ვალერი ჩეხერიამ მედიათან განაცხადა, რომ "მივიღეთ ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხზე პირობა, როგორიც არის ინფრასტრუქტურის განვითარების ნაწილი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ტურიზმის განვითარებისთვის. მივიღეთ პირობა, რომ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით პერიოდულად იქნება შეკრებები და იმ თემებზე, რომლებიც ერთ-ერთი პრიორიტეტია, გადაწყვეტილებები ძალიან სწრაფად იქნება მიღებული."