თამთა თოდაძე ილია ჯიშკარიანისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს

სავარაუდოდ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი თამთა თოდაძე, ილია ჯიშკარიანისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. ამის შესახებ მან, თბილსის მთავარი სამმართელოდა გამოსვლისას ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"გავეცანი საქმის მასალებს, თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ პროკურატურის მხრიდან ჩატარებეულია ძალიან დიდი საგამოძიებო მოქმედებები, ასევე ძირითადი ნაწილი იმის შემდგომ არის ჩატარებული, რაც უშუალოდ მოხდა ამ ამბის გასუქება. მე სრულიად კმაყოფილი ვარ იმ მასალებით, რასაც გავეცანი. ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ მე არ მეშინია ჩემი სიმართლის დამტკიცების. უშუალოდ კონკრეტულ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, რადგან ხელი მაქვს მოწერილი გაუთქმელობის აქტზე, თუმცა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი სიმართლის დამტკიცება ნამდვილად არ გამიჭირდება. გარდა ამისა, კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ არ იციან რა მოიგონონ, თუ რის გამო მოხდა ეს ყველაფერი და როცა არ იცი რას ჩაეჭიდო, ვითომ დაწინაურების თემის წამოწევით ცდილობენ აღნიშნული თემის გადაფარვას."