საქართველოს ელჩი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თეიმურაზ შარაშენიძე, შეხვდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ვასილ ბოდნარს.

საუბრისას აღინიშნა, რომ მხარეები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის აუცილებლობას. ასევე ქვეყნებს შორის შეუცვლელ პრიორიტეტებად რჩება უსაფრთხოების, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები.