შუახევში მასწავლებელთა დღე აღინიშნა

შუახევში მასწავლებელთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, სადაც მიწვეულნი იყვნენ საპენსოი ჯილდოზე წარდგენილი და დამწყები პედაგოგები.

პროფესიული დღე პედაგოგებს აჭარის განათლების მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ, საქართველოს პარლამენტის წევრმა ანზორ ბოლქვაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძემ და რესურსცენტრის უფროსმა ედუარდ გოგრაჭაძემ მიულოცეს.

ხელმძღვანელმა პირებმა პედაგოგებს მადლობა გადაუხადეს დიდი ღვაწლისათვის, რომელიც მათ მიუძღვით მომავალი თაობების აღზრდის საქმეში, ახალგაზრდა მასწავლებლებს კი, მეტად საპასუხისმგებლო საქმის საკეთებლად წარმატებები უსურვეს.

ღონისძიების დასასრულს პედაგოგებს სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

შუახევის საჯარო სკოლებიდან საპენსიო ჯილდოზე 63 პედაგოგია წარდგენილი, ხოლო სხვადასხვა სკოლებში 21 ახალი მასწავლებელი შევიდა.

 

 

(NS)